7 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა სერიოზული საქმიანი კონტრაქტებისთვის, ასევე გაწყვეტილი მეგობრული კავშირის აღსადგენად, რაც თქვენდა გასაოცრად შესაძლოა საკმაოდ მყარი აღმოჩნდეს. გეგმები, რომელსაც მეგობრებთან ერთად შეადგენთ, ძალიან მალე შეიძლება განხორცელდეს და არც ბევრ ფინანსებს მოითხოვს.

კურო. თანამშრომლებთან უთანხმოებები – ეს დროებითი ეტაპია. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სამუშაო დღის ბოლოსთვის გადადოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ სიმშვიდე და აკონტროლეთ საკუთარი თავი. ყველაზე მთავარია ამ დღეს საკუთარ ჯანრთელობაზე დაფიქრება. ცხოვრების ასეთი რიტმი თქვენთვის საზიანოა!

ტყუპები. კარგი განწყობა დაგეხმარებათ გაატაროთ დღე მშვიდად და ძალიან ნაყოფიერად. ნუ დაგაკრავთ ოპტიმიზმს, გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რაც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ამ დღეს. იშრომეთ მიზნის მისაღწევად.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე კირჩხიბებისთვის დაძაბულ ატმოსფეროში ჩაივლის. მოსალოდნელია წარუმატებლობები პროფესულ საკითხებში, პრობლემები სამსახურში, სირთულეები ურთიერთობებში.

ლომი. დღეს ენერგიის გადახარჯვა გელით. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ მას. ერიდეთ კონფლიქტებს. თუ დღეს ვინმესთან კამათი მოგივათ, შერიგება დიდხანს არ მოხდება. გარისკვა არ არის სასურველი. განსაკუთრებული დაკვირვებულობა ფანანსური საკითხების მიმარათ გამოიჩინეთ.

ქალწული. დადგა დღე, რომელიც თქვენს შინაგან ენერგეტიკულ პოტენციალს გაუხსნის გზას. თქვენი მომავალი წარმატება დამოკიდებული იქნება შთაბეჭდილებაზე, რომელსაც დღეს მოახდენთ გარშემომყოფებთან. ეს ხალასი შეგრძნება შესაძლოა მთელი კვირის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

სასწორი. მოიშორეთ ცუდი განწყობა და გაურკვეველი შფოთვა. ეს ყველაფერი მხოლოდ გეჩვენებათ ცუდად. სინამდვილეში საქმეები იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

მორიელი. დღეს სატელეფონო ზარებში არ გაგიმართლებთ. არა, თქვენი ტელეფონი კი იმუშავებს კარგად, უბრალოდ თქვენ ვერ შეძლებთ საჭირო ადამიანებთან საუბარს. ისინი ან არ გიპასუხებენ, ან დაკავებული იქნებიან. საერთო ჯამში  ოფლის ღვრა მოგიწევთ.

მშვილდოსანი. გაგიჭირდებათ ემოციების მოთოკვა და ეს აფსოლიტურად სხვა მხარეს წაგიყვანთ. მაგრამ თუ მათ გაკონტროლებას შეძლებთ, დღე განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე ჩაივლის. პირად ცხოვრებაში მღელვარება გელით, ამის თავიდან ასაცილებლად გადადეთ მნიშვნელოვანი საუბრები სხვა დროისთვის. ალკოჰოლი კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს თქვენს მდგომარეობას. ამიტომაც მასზე უარი თქვით.

თხის რქა. სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შესაძლებელია ჯიბის ქურდობის მსხვერპლი გახდეთ. ნუ ატარებთ თან დიდი ფულს და გაუფრთხილდით ჯიბეებს.

მერწყული. უფერული, ჩვეულებრივი დღე გელით. მის გასაფერადებლად დაკავდით კეთილი საქმეებით. ეწვიეთ ბავშთა სახლებს, გაუგზავნეთ ფული ავადმყოფ ბავშვებს სამკურნალოდ, გაეცით შესაწირი ელესიებისთვის. სწორედ დღეს გამონახავთ ძალიან ბევრ დადებითს საკუთარ ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დადგება. სამუშაო დღის დასასრული პოზიტიური იქნება. საღამო კი ხელსაყრელია ახალი რომანებისთვის.

თევზები. ძალიან კრიტიკული დღე იქნება თევზებისათვის. თქვენ გელით შეცდომები პროფესიულ საქმიანობაში და გაუგებრობები პირად ურთიერთობებში. რაც ეჭვიანობის ან დაუმსახურებელი შენიშვნების გამო მოხდება. ერიდეთ მგზავრობას და გამორიცხეთ ფიზიკური შრომა. ეს ძალიან დააზარალებს თქვენს ჯანმრთელობას. არ არის სასურველი ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება. ეს შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს.

ასევე იხილეთ

25 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ამ დღეს ორგანიზმის საერთო ტოქსიკურობა გექნებათ მომატებული. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები. მოწევისა და ალკოჰოლის მიღებაზე საერთოდ …