როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძ, ლომ და მშვილ­დო­სან ქმარ­თან აქ­ტი­უ­რი და დი­ნა­მი­კუ­რი უნდა იყოთ. თა­ვის დრო­ზე მას ზუს­ტად ამ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და მჩქე­ფა­რე ენერ­გი­ის გამო მო­ე­წო­ნეთ. ასე­თი კაცი აფა­სებს ცოლს, რო­მელ­საც მის­თვის გვერ­დში დგო­მა შე­უძ­ლია რო­გორც მე­გო­ბარს. იყა­ვით მისი მე­გო­ბა­რი, არა­სო­დეს შე­წყვი­ტოთ პი­როვ­ნუ­ლი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა თუ გინ­დათ, რომ თქვენ­მა “ცე­ცხლო­ვან­მა” ქმარ­მა დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ინ­ტე­რე­სი თქვენ მი­მართ.

კუ­როს, ქალ­წულ­სა და თხის რქას სიმ­შვი­დის, ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ოჯა­ხის “ბურ­ჯო­ბის” გამო მო­ე­წო­ნე­ბო­დით თა­ვი­დან. ამი­ტომ რაც არ უნდა ბევ­რი პრობ­ლე­მა გქონ­დეთ, ნუ გახ­დე­ბით ქა­ო­სუ­რი, ნერ­ვუ­ლი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ემო­ცი­უ­რი კუ­თხით მე­უღ­ლის მი­მართ. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე და გწამ­დეთ, თქვენ და თქვე­ნი ქმა­რი ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს და­ა­მარ­ცხებთ ერ­თად.

კირჩხიბ, მო­რი­ელ და თევზ ქმრებს თქვენ­ში ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი ქალი მოს­წონთ. ამი­ტომ ქორ­წი­ნე­ბის მრა­ვა­ლი წლის მე­რეც არ შე­წყვი­ტოთ მის­თვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მა, არ მო­ა­დუ­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა და მუ­დამ იზ­რუ­ნეთ ქმარ­ზე ემო­ცი­უ­რად. ხში­რად ესა­უბ­რეთ გუ­ლახ­დი­ლად იმა­ზე რა აწუ­ხებს. იგი თქვენ­ში პირ­ველ რიგ­ში კარგ მე­სა­ი­დუმ­ლეს უნდა ხე­დავ­დეს.

და­ბო­ლოს ტყუპ, სას­წორ და მერ­წყულ ქმარს თქვენ­ში თა­ვი­დან­ვე მრა­ვალ­მხრი­ვო­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი და მენ­ტა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კარ­გი უნა­რი მო­ე­წო­ნე­ბო­და. ამი­ტომ რამ­დენ წელ­საც არ უნდა ით­ვლი­დეს თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა მუდ­მი­ვად იქო­ნი­ეთ კო­მუ­ნი­კა­ცია ქმარ­თან. ხში­რად და­უ­რე­კეთ, ება­ა­სეთ სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, გა­ნი­ხი­ლეთ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი თუ კა­რი­ე­რა. ეს ის ძა­ფია, რო­მე­ლიც ჰა­ე­რის სტი­ქი­ის მა­მა­კაცს თქვენ­თან ხან­გრძლი­ვი ვა­დით მო­ა­ჯაჭ­ვავს თუ მთლი­ა­ნად ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე არა.

ასევე იხილეთ

რა სახის მოტივაცია სჭირდება მამაკაცს ქალისგან საიმისოდ რომ იყოს წარმატებული

ალბათ გაგიგონიათ მოსაზრება, რომ ქალები პლანეტა ვენერიდან არიან, მამაკაცები კი – მარსიდან. რაც შესაბამისად ძალიან …