ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე ძლიერი სიყვარული შეუძლიათ

კურო – ალ­ბათ გიკ­ვირთ, რო­გორ მოხ­ვდა ასეთ სა­მე­ულ­ში ეს ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, სა­ოც­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დინ­ჯი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი. მაგ­რამ ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ კურო ვე­ნე­რას “შვი­ლია” და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მის­თვის ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორც წესი, კუ­რო­ებ­მა იშ­ვი­ა­თად იცი­ან აჩ­ქა­რე­ბით ვინ­მეს შეყ­ვა­რე­ბა, თუმ­ცა თუკი პარტნი­ო­რით სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მო­ი­ხიბ­ლე­ნენ ამის შემ­დეგ რამ­დე­ნიც არ უნდა უკი­ჟი­ნოს უახ­ლო­ეს­მა გა­რე­მოც­ვამ, რომ მისი არ­ჩე­ვა­ნი მცდა­რი ან ნაჩ­ქა­რე­ვია, კურო არა­ვის აზრს არ მო­ის­მენს. სიყ­ვა­რუ­ლი ამ დინჯ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ხალ­ხს სა­ღად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რას აკარ­გვი­ნებს, რის გა­მოც არ­შემ­დგა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ან იმე­დის გაც­რუ­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (რა­საც კურო ძა­ლი­ან გვი­ან ამ­ჩნევს) კუ­როს მწვა­ვე დეპ­რე­სია ემარ­თე­ბა. კურო მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამი­ტომ იგი მარ­ტი­ვად და იო­ლად ვერ ახერ­ხებს “ყო­ფი­ლის” და­ვი­წყე­ბას. ამის გამო არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად იტან­ჯე­ბა ხოლ­მე სიყ­ვა­რულ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­დე­გად.

მო­რი­ე­ლი – თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი და ტან­ჯვა სი­ნო­ნი­მე­ბია. მო­რი­ე­ლი უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი, ვნე­ბი­ა­ნი და მგრძნო­ბი­ა­რე არ­სე­ბაა. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბა მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბი, დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი და გან­ცდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იგი ხში­რად, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რა­დაც კი ირ­ჩევს ისეთ პარტნი­ო­რებს, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ექ­სტრი­მი და “დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა” არ მო­აკ­ლდე­ბა. ამი­ტომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი, და­შო­რე­ბა-შე­რი­გე­ბის უწყვე­ტი ციკ­ლი და ხში­რად საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ქმე­დე­ბე­ბიც კი მო­რი­ე­ლის­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მარ­თა­ლია, იგი რე­ა­ლუ­რად იტან­ჯე­ბა ყვე­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ თუ მას ასე­თი სა­ხის “საწ­ვა­ვი” გა­მო­ე­ლია პარტნი­ორ­თან კავ­ში­რი­სას სიმ­შვი­დე მის­თვის შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით უფრო დამ­ღუპ­ვე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს. ან ის უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად შე­ეც­დე­ბა, იპო­ვოს ახა­ლი გა­სარ­თო­ბი “გვერ­დზე”.

თევ­ზე­ბი – მისი ემო­ცი­ე­ბი ხში­რად არ ჩანს “ზე­და­პირ­ზე” და რო­გორც წესი, ბევრ თევზს პირ­ში წყა­ლი აქვს ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი მა­ში­ნაც კი, როცა სიყ­ვა­რულ­ში იტან­ჯე­ბა. ეს კი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და მი­ზე­ზი, ისევ და ისევ ჩვე­ნი “ოკე­ა­ნის ბი­ნა­და­რი” გახ­ლავთ – სხვა არა­ვინ. თევ­ზე­ბი ზო­დი­ა­ქოს და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებს შო­რის, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლონ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ინ­დი­ვი­დე­ბად და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისი­ნი ხში­რად მო­რი­ე­ლებ­საც კი არ უდე­ბენ ტოლს ამ მხრივ. ბევ­რმა მათ­გან­მა ხში­რად თა­ვად არ იცის რა უნდა და რა­ტომ. ეს პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხსაც ეხე­ბა. რო­გორც წესი, თევზს მზრუნ­ვე­ლი და თბი­ლი პარტნი­ო­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა გვერ­დით, მაგ­რამ თა­და­ყო­ლი­ლი მა­ზო­ხის­ტუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გამო, ბევ­რი მათ­გა­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რად იზი­დავს დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თის და უხეშ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ან­გრევს თევ­ზის ფი­სი­ქი­კას. ხოლო თა­ვად თევ­ზი, ხათ­რი­ა­ნი ბუ­ნე­ბი­სა და და­ნა­კარ­გის ში­შის გამო ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ამ­ჯო­ბი­ნებს აი­ტა­ნოს ემო­ცი­უ­რი ტე­რო­რი და ში­ნა­გა­ნი დის­კომ­ფორ­ტი. იმე­დით, რომ პარ­ტი­ო­რი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თა­ვად მიხ­ვდე­ბა შეც­დო­მებს და გა­მოს­წორ­დე­ბა.